კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებაზე კომენტირებისას შსს-მ განაცხადა რომ “პოლიციელებს” რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ
სწორედ ეს სიტყვა არის მთავარი გასაღები
სავარაუდოდ პოლიციელების გარდა მთავრობამ კერძო დაცვითი კომპანიების მცველები “დაიხმარა”
შავ სამოსში, ამოსაცნობისა და უნიფორმის გარეშე, სწორედ მცველები შეიძლება ყოფილიყვნენ
პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების კონსტიტუციურობა სადავოა, გახსოვთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასაჩივრებდა.
სავარაუდოდ მცველებმა (და არა პოლიციელებმა) ესროლეს ახალგაზრდებს რეზინის ტყვიები და იძალადეს.
მთავრობის მიერ კერძო დაცვითი ორგანიზაციების მცველების, არაპოლიციელთა დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენების ლეგიტიმურობა არის მთავარი გამოსაძიებელი საკითხი, ეს პრაქტიკა ძალიან სახიფათოა.
საქართველოში რუსული პრაქტიკის (ვაგნერელები, კადიროველები) დაშვება ან არგამოძიება მძიმე შედეგებს მოგვიტანს, არჩევნებისასაც.
ამ საკითხს ეფექტური გამოძიება და ყურადღება სჭირდება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ინსტიტუტი ყველაზე ეფექტური ჩანს, თუ პოლიტიკოსები საკითხს პარტიული პოლიტიკის და მიზანშეწონილობის მიღმა, სახელმწიფოებრივად მიუდგებიან
კომენტარები