აშშ-ში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„საქართველოში შემოსული ყოველი რუსი ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ქართველი მოსახლეობის სულ უფრო და უფრო პროცენტულ შემცირებას.
საქართველოში შემოსული ყოველი რუსი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევად.
საქართველოში შემოსული ყოველი რუსი ნიშნავს ქვეყანაში უამრავი უძრავ-მოძრავი ქონების პუტინისთვის ჩუქებას. ქართული სოფლები თითქმის დაცარიელებულია და რუსები კრაზანასავით შეესევიან საქართველოს სახლებსა და მიწებს.
საქართველოში ჩამოსული ყოველი რუსი ნიშნავს რუსული ენის ჩვენი ქვეყანის სახელმწიფო ენად გამოცხადების დაჩქარებას. ეს იდეა უკვე იქნა გაჟღერებული და ალბათ მალევე შესრულებულიც იქნება ირაკლი კობახიძის თაოსნობით.
ვიცი, არიან წესიერი, გონიერი რუსებიც, ვისაც ესმით რა ბოროტებაა პუტინის რუსეთი, მაგრამ ასეთები ცოტაა, ძალიან, ძალიან ცოტა. არ გამიკვირდება, თუ მალე აქ ჩამოსული რუსები მოაწყობენ დემონსტრაციებს პლაკატებით – “გაუმარჯოს პუტინს!”. “გაუმარჯოს რუსეთს!”, როგორც ამას ამერიკაში ჩამოსული რუსი ემიგრანტები აკეთებენ.
ასე რომ ფართოდ, ფართოდ, ფართოდ გავუღოთ კარი ჩვენს “დიდ ძმებს”“ – წერს დოდონა კიზირია.
კომენტარები