საქართველოში ჩინური ვაქცინა, „სინოფარმი“ შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
„სინოფარმის“ ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და სამედიცინო პერსონალს შეეძლება.
„დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის. „სინოფარმის“ გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს და მოქალაქეს არჩევანის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობ, მეტი ნდობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც ავტორიზაციას მიიღებს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
კომენტარები