ჩინურ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინით „სინოვაკით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. „სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.
ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი.
ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფეიზერის“ ვაქცინას უტოლდება- მას მხოლოდ ლოკალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელიც 2-3 დღე გრძელდება.
კომენტარები