ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“ამასობაში საქართველოში თალიბანის იდეოლოგია იდგამს ფეხს ნაბიჯ-ნაბიჯ…
ქალთკვლა…
განსხვავებულის სასიკვდილოდ ცემა…
განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული უსაგნო, ლაჩეული და აბსურდული ძალადობრივი კამპანია…
სულებისთვის ბრძოლა (თითქოს მართლა ვინმე ვნებდეს) მაშინ როცა ოკუპაციის ხაზმა ლამის თქვენს საძინებელში გაიაროს…
ლამის ნეკროფილიად ქცეული ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა და მერე უკვე მიცვალებულის გაფეტიშება…
წაგლეკავთ ხალხო ამდენი აგრესია. თქვენ თვითონვე მოგიყოლებთ ეს ტალღა. კიდევ ცოტაც და ვეღარ გააჩერებთ ამ ბოროტებას. ოხრად დაგრჩებათ ეგ მილიონიანი საათების და მანქანების კოლექციები. თქვენს შვილებს მოუწევთ ხარშვა ჯოჯოხეთის ქვაბში რომელსაც ყოველდღიურად უკეთებთ ცეცხლს.”
კომენტარები