ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.5%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.8% შეადგინა.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 27%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24.6%
- პური და პურპროდუქტები + 23.5%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 20%
- თევზეული + 19%
- ზეთი და ცხიმი + 17.1%
- ხილი და ყურძენი + 16.8%
- რძე, ყველი და კვერცხი + 15.3%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 14.1%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.5%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით: ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-იანი მატება, რაც 0.85%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9%) ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3%), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 2.8%. .
კომენტარები