სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.
ამავე პერიოდში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ით და 40.1%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1%%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3%-ით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში – 0.5%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7%-ით შემცირდა.
2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო კაცებში – 5.7%-ით.
კომენტარები