ჟურნალისტი, მწერალი, დინა მირცხულავა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს:
“ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა იმ ქვეყანას ლანძღავენ და უმადურები არიან იმ ქვეყნის მიმართ,სადაც ცხოვრობენ და საიდანაც ჭამენ.
ქალმა დაწერა ერთ – ერთ ჯგუფში, ვმუშაობ, ქირას ვიხდი და თვის ბოლოს არაფერი მრჩება, საზიზღარი ქვეყანაა საფრანგეთი და ათასი ბლაბლაბლა.
ვკითხე, საქართველოდან რატომ წამოხვედით ?
უჭირდა ეკონომიურად და ქირის გადახდა ვეღარ შეძლო იქაც.
არ მუშაობდა და ქირის ფულის სესხება უწევდა მუდმივად.
მესმის, ვიცი აქაური გადასახადები, აბსოლუტურად ყველაფერს ვიხდი, ეზოში ბუჩქი რომ დგას იმის საკრეჭ ფულსაც, მაგრამ ვიხდი !
ანუ ?
რა სხვაობაა საქართველოსა და ევროპას შორის.
მაქვს იმდენი და იმხელა ხელფასი, რომ არ ვისესხო.
არ ვისესხო ქირისთვის.
საკვებისთვის.
შვილებისთვის.
ოჯახისთვის და ა. შ.
საქართველოში ვალიდან ვერ ამოვდიოდი.
ჯერ არაღებულ ხელფასს, უკვე ვალს ვახვედრებდი.
მართლა არ შემიძლია ეს უმადურობა.
ქირას იხდის თურმე ხელფასიდან, წარმოგედგენიათ, ეს საზიზღარი ქვეყანა, ხელფასს უხდიან, არასოდეს არ უგვიანებენ და ქირას ახდევინებენ თან….”
კომენტარები