ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი:
“განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. გასაგებია უკრაინაში ომი, მაგრამ უცებ რომ გაგიჩნდეს პრობლემები დნესტრისპირეთში, ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან კიდევ სადმე? მიგაჩნიათ, რომ ამისი ალბათობა არ იზრდება? მით უმეტეს, რუსეთის შესუსტების ფონზე, დასახული მიზნების ვერმიღწევის გათვალისწინებით, მოულოდნელად ერთდროულად ყველამ რომ თქვას, რატომაც არ დავკბინოთ? მაგრამ, არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა არესტოვიჩმა.
გაეროს მე-20 გენერალური ასამბლეის მიერ 1965 წლის 21 დეკემბერს 2131 რეზოლუციით მიღებული იქნა: “სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის, მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის მიუღებლობის დეკლარაცია”. ანუ, ის საერთაშორისო ვალდებულება დაუწესა გაერომ ცივილიზებულ სამყაროს, რომელსაც დღეს რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ამავდროულად, ეს იგივე დეკლარაციაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებად წოდებული ხულიგნებისა და სახიფათო ავანტიურისტების ბანდა, თავის კანონგარეშე წესებით ასევე აპამპულავებს საქართველოსთან მიმართებაში. აი, ამ დეკლარაციიდან მოკლე ამონარიდი:
არანაირი მიზეზის გამო, არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, პირდაპირ თუ ირიბად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო საქმეებში. აქედან გამომდინარე, იგმობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელემენტების წინააღმდეგ მიმართული ყველა სხვა ფორმის ჩარევა თუ მუქარა
არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, სხვა სახელმწიფოსაგან სათავისოდ რაიმე სახის უპირატესობების მოპოვების მიზნით, შეზღუდოს მისი სუვერენული უფლებები, განახორციელის მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის იძულება. ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს იმისგან, რომ ორგანიზება გაუკეთოს, დაეხმაროს, შექმნას, დააფინანსოს, წააქეზოს, დაუშვას სამხედრო, ძირგამომთხრელი თუ ტერორისტილი საქმიანობა, მიმართული ძალადობის გზით სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაცვლელად, მის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევის გზით
ამ დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების განუხრელი დაცვა, წარმოადგენს ეროვნებათაშორისო სამშვიდობო თანაცხოვრების უმნიშვნელოვანეს პირობას, ვინაიდან ნებისმიერი ფორმით სხვა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენს გაეროს წესდების არა მხოლოდ სულისკვეთების დარღვევას, არამედ მიჰყავს ისეთი სიტუაციების შესაქმნელად, რომლებიც ემუქრებიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას
ეხლა კი ორ შეკითხვაზე მინდა გავცე პასუხი. პირველი – “ჩამჭრელი” და ოპოზიციურია:
დაარღვია თუ არა რუსეთის ფედერაციამ გაეროს აღნიშნული დეკლარაცია უკრაინასთან მიმართებაში?
პასუხი: დიახ და ცალსახად
შეკითხვა მეორე:
არღვევს თუ არა უკრაინა გაეროს აღნიშნულ დეკლარაციას საქართველოსთან მიმართებაში?
პასუხი: დიახ და ცალსახად
და ბონუსად, მესამე შეკითხვა – რიტორიკული:
ამ დეკლარაციის თანახმად – საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ქმედებებში, პოლიტიკური – არასამხედრო თვალსაზრისით, რაიმე განსხვავებას ხედავთ?”
კომენტარები