გარდენიე შევარდნაძე აქვეყნებს ზაქარია ჭელიძის ფოტოებს და წერს:
ჩვენი შრომა ასეა, ასე იყო სულ…
ჩვენი წინაპრებიც შრომობდნენ, ჩვენაც ასე ვშრომობთ…
ჩვენ სხვა რამე საქმე არ ვიცით, ამ საქმის, საყოლ-საქონლის გარეშე აქ ვერ იცხოვრებ. მაშინ გეიბარგო ნა.
დატიო მიწა-წყალი, წეხვიდე ჰაცხან და სხვა ბედს ეწიო ნა.
სამი სახლი გვაქ. ერთი აგერ ბარში ჰაცხან ახლა ვართ, ვზამთრობთ და საქონელსაც აქ გავზამთრავთ. მეორე ყიშლას ვეტყვით-სოფლის თავზეა და მესამე თაში. გამოსულზე (გაზაფხულზე) აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ევბარგვით ყიშლაზე. აქ სოფელში ყანაობა იწყება და საქონელი არ იქს. არც მთაზე არ იქს, თოვლია ამ დროს… ერთ თვეს ყიშლაზე დავრჩებით ახალი, ნედლი ბალახი საქონელს მოამაგრებს და მერე გავდენით თაზე. იქ დავრჩებით სექტემბრის შუამდე. მემრე ისევ ყიშლაზე ჩამევბარგვით, თაზე გათოვდება, ყიშლაზე უფრო სითბოა და ბალახსაც იოლათ შონილობს, ჩამოთუებამდე ჩამევბარგვით აგერ შინ.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
კომენტარები