რამდენიმე დღის წინ “ალიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საყოველთაო დაზღვევა შეჩერდა:
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენეს, ბრძანება გამოუციათ, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში პირველადი ჯანდაცვის გამახორციელებლ კლინიკას, რომელსაც 13 ათასი დაზღვეული ჰყავს – აღარ აქვს უფლება პაციენტი დააზღვიოს და მოემსახუროს კვლევებით ან ანალიზებით საყოველთაო დაზღვევის პირობებში, მაგრამ ეს ბრძანება მოქმედებს 1 მაისამდეო, მერე იქნება შეიცვალოსო!
ჩამოვიარეთ კლინიკები და ვერ ვნახეთ კლინიკა, რომელსაც 13 ათასზე ნაკლები დაზღვეული ჰყავს!!!
ვწერდით, რომ,
1 მაისიდან კი არა, 1 თებერვლიდან კი არა – ხვალიდან უნდა აღდგეს საყოველთაო დაზღვევა – გუშინ ვირუსით სამეგრელოში 22 წლის გოგო გარდაიცვალა, იმ ვირუსით, რომელი ვირუსითაც აღარავინ კვდება მსოფლიოში! ამას დამატებული კორონავირუსის საფრთხე.
ხალხი არის გაღატაკებული, დამშეული, დაბალი იმუნური სისტემით – რა დროს საყოველთაო დაზღვევის გაჩერებაა! მართლა გვხოცავთ?
გუშინ და დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ შეიმუშავეს გეგმა, დაავალა ყველა უწყებას, ითანამშრომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად.
და მაინც, დღესაც, არავინ აკეთებს განცხადებას, რატომ შეწყდა საყოველთაო დაზღვევა და აღადგენენ თუ არა სასწრაფოდ – თითქოს არაფერი მომხდარა!!
ერთი დღეც დაველოდებით და მერე დავიწყოთ აქცია – პრემიერო, აღადგინე საყოველთაო დაზღვევა.
ალია, თამო კეშელავა
კომენტარები