„ნაცმოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი:
„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი რამე დისკომფორტს ან საფრთხეს უქმნის ივანიშვილის რეჟიმს? პარლამენტში ძალიან აქტიური მუშაობა,მათ შორის დანარჩენ ოპოზიციასთან მუშაობა უფრო შეუქმნიდა დისკომფორტს.
ბოიკოტზე მეტი ანუ პარლამენტის დატოვება რა შედეგს მოიტანს ახლა? ვის დატოვებს მარტოს – ” ოცნებას?” თუ ” ნაციონალურ მოძრაობას?”
გამოაცხადა არევაძემ სრულიად მოსალოდნელი განაჩენი და წავიდა ისევ – პარლამენტში შედი- გამოდის- მოყირჭნებული აურზაური, უფრო სწორად კი – ბოლი. გამოსვლას მაშინ ექნება ეფექტი, როცა ეს ნაბიჯი ოპიზიციას, განსაკუთრებით საპარლამენტოს, გაართიანებს. როცა ეს თემა ვეღარ იქნება დამყოფი და უარი მძიმე მორალური ტვირთი გახდება ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, ვისაც თავი ბიძინას დამატებად არ მიაჩნია. არის ახლა ეს ვითარება? თუ არაა, რატომ არაა, ცალკე განსახილველია.
ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ სიმართლე. მიშას გადარჩენის ამოცანა ახლა ზეპარტიულია, მოითხოვს მაკონსოლიდირებელ, უსერიოზულეს და სასწრაფო აქტივობებს. თავის და ხალხის მოსატყუებელი პოპულისტური თემების შემოტანა კი მხოლოდ დროს გვაკარგვინებს და გვაცდენს. ისედაც დიდი დრო დავკარგეთ ჭუჭყიანი შიდა არჩევნების გამო და ძალიან დავზიანდით,თან რა დროს..
საქმე,ბატონებო და ქალბატონებო. დროის ფლანგვა საბედისწეროა!“
კომენტარები