გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ პროკურატურის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა:
„საქმე გახსნილია… დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 109 მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის დაწესებული, უკვე დაკმაყოფილებულია. ოჯახს კითხვები არ აქვს“
კომენტარები