ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
“ზოგადად, პამდემიამ გვასწავლა, რომ ეს არის ძალიან რთული დაავადება, უცნაური, გამოუცნობი, გაცილებით უფრო ვერაგია ვიდრე გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები. ეს არ არის მხოლოდ ფილტვების ანთება, როგორც ეს თავიდან გვეგონა, არამედ აზიანებს მთელ რიგ ორგანოებს და სისტემებს: გულს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელებს. ძალიან ხშირი გართულებები აქვს თრომბოემბოლიზმის.
საქმე გვაქვს, ე.წ. ციტოკინური შტორმთან, როდესაც ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები გამოიყოფა, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერ ანთებით რეაქციას, თავიდან ამ ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმის დასაცავად ხდება, მაგრამ შემდეგ ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა და ის, რასაც ორგანიზმი უნდა დაეცვა, მისი მტერი ხდება და ზოჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს“
კომენტარები