ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძე პოლიციელის სკანდალურ მხილებაზე საუბრისას, რომლის მთავარი ფიგურანტები ძმები იზორიები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს. და ამბობს, რომ ლევან იზორია მათი “დარტყმის ობიექტი” ხშირად ხდება.
“საქმე ძალიან მარტივადა. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება. მეორე საკითხია ასევე, ძალიან მნიშნელოვანი, რომ ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მთავარმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები