„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უპასუხა:
„არასდროს ავყოლილვარ ცდუნებას, რომ მეპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოსვლებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში, არის რაღაც ენერგია ისეთი, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, სადაც მთავარი შეტევის სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა და ერთი რეზოლუცია, საკმაოდ მოუმზადებელი, გაუმართავი სამართლებრივად, არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია და ბევრი კიდევ იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვთქვათ დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეგ არის სასიამოვნო თემა მოსაგონებლად, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის.
ასეთი ბრტყელ-ბრტყელი, მაღალ-მაღალი განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს, მუდმივად ამორჩევა ჩვენი, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და არის შეცდომაში შეყვანა საზოგადოების“
შეგახსენებთ, ირმა ინაშვილმა დღეს მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება.
კომენტარები