ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
„ვინ არის პიროვნება, ვინც ენმს აჭარის…. (რას და ვის, ნაღდად არ ვიცი)…. გიორგი კირთაძეს შეურაცხყოფა მიაყენა???
ნაღდად არ ვიცი…
ვინაა გიორგი კირთაძე, დაინტერესებულმა ადამიანმა, პოლიტიკურად დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს მხოლოდ აჭარის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,,ს ვებგვერდიდან, სადაც ნახსენებია ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,,
სხვა ინფორმაციას ვერავინ გაიგებს ვერსაიდან.
რათქმაუნდა ვიცი ვინაა გიორგი კირთაძე ძალიან კარგად, მაგრამ
ამაზე არაა საქმე
საქმეა ის, თუ საიდან ვიცი ვინაა გიორგი კირთაძე და აი ესაა ძალიან და ძალიან დამაფიქრებელი…
რომ არა ჩემი ბათუმელი ახლობლები და მეგობრები
რომ არა ჩემი თითქმისდა ყოველდღიური აქტიური და ძებნითი თვალყურდევნა პოლიტიკისადმი,
ვინაა გიორგი კირთაძე, არ მეცოდინებოდა არაფრით…
აი ესაა ტრაგედია
აი ესაა კატასტროფა, რომ უდიდეს პარტიას, უდიდეს პარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ელემენტარული ინფორმატიულობა არ გააჩინია
არამარტო ბატუმის და აჭარის, არამარტო სრულიად საქართველოს, არამედ თბილის დონეზეც კი,
მაშინ როცა ენმს მილიონები აქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოსაგან მიღებული და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე და ჩემისთანა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება ნახოს,
ენმში ვინ ვინაა და არ მოუწიოს აკრიბული გაშიფრვა ინტერვიუების, სტეიტმენტების და ფეისბუქ პოსტების, რომ გაარკვიოს
ვინაა ვინ….
ამას იმიტომ ვწერ რომ
ტიპმა, ვინც გიორგი კირთაძეს მიაყენა შეურაცხყოფა,
ზალიან მაინტერესებს, თუ საიდან იცოდა სად იქნებოდა გიორგი კირთაძე და ვინაა გიორგი კირთაძე…
გარეგნულად არ ჰგავდა ძალიან პოლიტიკურს…
არც ისეთს ჰგავდა, დღედაღამ რომ ჩემსავით რეშერშებითაა დაკავებული და მაგრად აინტერესებს რა ხდება და როგორ და რატომ და რა მიზეზით…
სახელისა დაგვარის არ ხსენებაც საინტერესო მომენტია და აქ დასაფიქრებელი ისაა რომ, ადამიანს სახელგვარის თქმა მაშინ არ სურს, როცა რაღაცა აქვს დასამალი, ან კიდევ, იცის რომ ვიღაცა კრიშა რაღაცას დაუმალავს, თუკი თავად არ გაამხელს.
ეს ნიშნავს რომ, თუკი იყო პოლიციის მოგზავნილი იქნებოდა, წესით და რიგით არ უნდა გაემხილა სახელი, რადგან,
პოლიცია იტყვის, ა ბატონო, ვერ მოიძებნაო..
ესეც შესაძლებელია…
თუმცა
ამდენ დავიდარაბას აზრი არააქვს საერთოდ, ერთი მისხალიტაც კი…
რათქმაუნდა, ძალაინაც კარგად ვიცი ვინაა გიორგი კირთაძე და მე ამ ადამიანის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც ნაღდი პრიორიტეტების მქონე ადამიანის ნდობა დავკარგე მაშინ, როცა
შარშან 2021 წლის ნოემბერში გამართა ბრიფინგი ორ თანამოაზრესთან ერთად, სადაც ითხოვდა შეხვედრა ელჩებთან და დიპლომატებთან…..
და მაშინვე, ეს გვიან საღამოს იყო ჩემთან და, მაშინვე გული ამიჩქარდა, ვიფიქრე, აი კაცი, ჩემნაერად აზროვნებს და ფიქრობს, იცის რაა საჭირო რომ როგორმე არ მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის საქმის ქრონიფიცირება და გაუბრალოება მეთქი…
აი ამ იმედით მივაციცქინდი ეკრანს და სამი წუთის მერე თქვა ის, თუ რისთვის უნდოდა შეხვედრა ელჩებთან და დიპლომატებთან…
საქმე ეხებოდა ვინმე რიჟვაძეს და ვინმე ფუტკარაძეს….
პრეზიდენტს კიარა
4 კვირის წინ დაჭერილ და ნაცემ,, უკვე შეურაცხყოფილ პრეზიდენტს და მისივე პარტიის დამაარსებელს და საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბების ფუძემდებელს კიარ ეხებოდა საქმე
არამედ ვინმე რიჟვაძეს
ეს რიჟვაძე ისევ იქაა და ეს გიორგი კირთაძე კი ისევ იმ ,,პლასტინკას,, ატრიალებს უკვე ერთი წელია…
აბა რა გითხრათ
საქართველოში არ უყვართ მსხვერპლი და ეს უნდა იცოდეს ყველამ.
იმ ჩია კაცს მე პირადად სახელგვარს კიარ ვკითხავდი,
გავიგდებდი ფეხქვეშ და მერე იმას მოუნდებოდა პოლიციის გამოძახება…
ასეა ეს და ნუ იქნებით ახლა რომის პაპზე უფრო მაგარი კათოლიკები ღმერთმანი და თქვენი ჭირიმე რა…..
შეურაცხყოფა მიაყენა?
არ ვიცით“
კომენტარები