„ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ვანო მერაბიშვილმა და ნიკა გვარამიამ თავად გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ.
ვინაიდან მათი ხელისუფლებიდან გამოშორების მომენტიდან და ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, არც სურს იმ საშინელებების გახსენება, რაც მაშინ დროს ხდებოდა, ან უბრალოდ მიავიწყდეს ეს ყველაფერი.
სამწუხაროდ, ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ ცუდი უფრო ადვილად გვავიწყდება ხოლმე.
ამიტომ სასიკეთოც კი იყო ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, რომელსაც ერთ დროს ქვეყნის ახალი თაობების განათლებაც კი ებარა, და წინა ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი საუბრობდნენ და გვახსენებდნენ, თუ რაოდენ ჭუჭყიანი და ანტიჰუმანური ხელისუფლება მართავდა ქვეყანას.
მერაბიშვილმა და გვარამიამ რამდენიმე საქმეზე ე.წ. აღიარებითი ჩვენება მისცეს.
ორივე მოსაუბრე შეთანხმდა, რომ ბერძენიშვილი და ნათელაშვილი რუსეთის აგენტები არ იყვნენ. გირგვლიანის საქმეზე მათ თქვეს, რომ ეს იყო პრობლემა და ამ საქმემ მერაბიშვილის ოჯახს დისკომფორტი შეუქმნა.
თქვეს, რომ „იმედში“ შეჭრა და 7 ნოემბერი იყო შეცდომა. თქვეს, რომ ოპოზიციონერების და მათივე თანაგუნდელების შანტაჟის მიზნით გაკეთებული ფარული ჩანაწერები არაფერს ემსახურებოდა.
ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ორი გვამი არ მოუთხოვია და სხვა რაღაც იგულისხმა და არც კასრების ჩანაწერების შესახებ იცოდა. მან ასევე აღიარა, რომ ციხეებში სისტემური პრობლემა იყო, თუმცა მალევე დააზუსტა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ასეთი აბსურდული ბევრი რამ იყო ამ გრძელ, საინტერესო, მაგრამ აღმაშფოთებელ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამავე აბსურდის ნაწილი იყო ის, რომ მერაბიშვილი და გვარამია შეეცადნენ, საზოგადოებისთვის მორიგჯერ გაესაღებინათ, თითქოს ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში რაღაც მოიგო და ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.
ყველას გვახსოვს დიდი პალატის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ იმსჯელა და ცალკე თავი დაუთმო ამ საკითხს, სადაც არაერთი არგუმენტაციისა და ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს ასე არ იყო. მიუხედავად ამისა ორი ყოფილი ხელისუფალი იჯდა და პირდაპირ ეთერში ამას ასაღებდა გამარჯვებას.
თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც მათ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედია გამარჯვებად შეეცადნენ მიეყიდათ საზოგადოებისთვის.
მოკლედ, სტილი დაცული იყო. ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ.
გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ინტერვიუ ამ ფორმით გაკეთდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება“
პრაიმტაიმი
“ალია” – წულუკიანს მხოლოდ ერთის თქმა დაავიწყდა – თუ აღიარებითი ჩვენებები მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში – რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება? თუ წულუკიანი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია, მხოლოდ ვიცე-პრემიერი და ამდენი ძალაუფლება არა აქვს?
ეჰ… იყოს მაშინ სერიებად… ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა…
კომენტარები