უფლებადამცველი ბაია პატარაია იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს:
,,იუსტიციის სახლი პატრონი აღარ გყავთ, ხო? დღეს ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიდექი რიგში. უკვე იმდენი ხალხი იდგა ჩემსავით რიგში, რომ თავი დეზერტირების ბაზარში გვეგონა. იუსტიციის სახლი იმ პრინციპითაა შექმნილი, რომ 5 წუთზე მეტი ლოდინი ადამიანს არ უნდა უწევდეს და ესაა მისი მთავარი ღირსება.
რატი ბრეგაძე, you had one job! საათივით აწყობილი სისტემა ჩაგბარდათ ქოცებს, ყველაფრის ფასი რომ ორჯერ გაზარდეთ, ხარისხის შენარჩუნებაზე მკვდარი ბრეჟნევი იზრუნებს საიქიოდან??? დეტალურადაა გაწერილი რიგის მართვა და მაგ პრობლემის გადაწყვეტები, დაწერილი დაგხვდა, ჩახედე და იქ წერია, როგორ მიხედო რიგებს და დატვირთულობას. ნახევარი მაგიდები საერთოდ ცარიელა რომ იდგა დღეს, სილამაზისთვის კი არ გაკეთდა ეგენი. თბილისის დატვირთვას რომ გაუძლოს, მაგაზეა გათვლილი. საქმეს მიხედე, საქმეს! ენას რო აჭარტალებ დღენიადაგ.”
კომენტარები