საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სარეგისტრაციო აპლიკაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მისი შევსებისთანავე, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიაში ხარვეზები გამოვლინდება, ის დამატებით რეკომენდაციებს მიიღებს და მიეცემა ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.
აუცილებელია, რომ ბიზნესსექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, ფუნდამენტურ მოთხოვნად კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულება სახელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს, ერთი მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამასთან, ეკონომიკის ამოქმედების პროცესი იყოს მდგრადი.
კომენტარები