ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამოძახილის „კაა“-ს ავტორმა, ლაშა ცუცქირიძემ ცოლი მოიყვანა.
ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არის სიყვარული.
ეს არის ბრძოლა და მოძრაობა დინების წინააღმდეგ!
საყოველთაო კარანტინის და შეზღუდვების პირობებში, როდესაც ქოცების გარდა მანქანით გადაადგილება შეზღუდულია ყველა სულიერისთვის, ლაშამ და ლინამ გადაწყვიტეს, დაქორწინდნენ და ორთაჭალიდან (ლინას სახლიდან) საბურთალომდე საქორწინო მოგზაურობაში მოდიან ფეხით – უკვე საერთო სახლში.
ეს არ არის მხოლოდ ქორწინება, ამავდროულად ეს არის ამბოხი! დანაშაულებრივი სისტემის მიერ, შემოთავაზებული რეჟიმის წინააღმდეგ!“, – წერს კუპრავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლაშა ცუცქირიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩის საქმის გამო დაწყებული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მან მოულოდნელად „კაა“ წამოიძახა და ვიდეოინტერნეტის ჰიტი გახდა.
როგორც შემდეგ განმარტა, ის ჯუნგლების წიგნის პერსონაჟ პითონს გულისხმობდა.
კომენტარები