“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სარალიძის საქმეზე, ის ფარდული, სადაც მოხდა მკვლელობა, პოლიციამ დაანგრია.
მაჩალიკაშვილის საქმეზე, ის ხელყუმბარა, რომელიც ვითომ ხელში ეჭირა და ვითომ ამის გამო მოკლეს, ააფეთქეს და ამგვარად გაანადგურეს მთავარი მკიცებულება.
შაქარაშვილის საქმეში, ის ფერადი შენობა, სადაც დაზარალებული ამირხანაშილი იმალებოდა, გადაწვეს.
ხელწერა მსგავსი არა, იდეალურად იდენტურია.”
კომენტარები