ადვოკატებს, რომ სარჩელების წერის გარდა, იუმორიც ეხერხებათ, ახალი ამბავი არ გახლავთ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება 2 ადვოკატის ექსპრომტი.
გურამ კონტუაძე:
“რომანტიკოსი ადვოკატი:
მე არ ვწერ სარჩელს…
სარჩელი თვითონ მწერს,
უზრუნველყოფა სარჩელს თან ახლავს,
სარჩელს ვუწოდებ მოვარდნილს, დასაწერს
მთავარი კითხვით: იქნებოდეს იქნება, იმასქნავ?”
გიორგი საძაგლიშვილი:
“…სარჩელს ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რაც მოპასუხეს ცოცხლად დამარხავს…
მე (სარჩელი) დავიბადე აპრილის თვეში, გურამის HP პრინტერიდან,
მაწვიმს სითეთრე და სიტყვის თქეში, მომდის ფრაზებად ჩემს ფურცლებიდან…”
კომენტარები