პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობასა და 17 მაისის, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა:
“ზუსტად ერთი კვირის წინ 17 მაისი იყო, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს დღე ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რათა კარგად გააცნობიეროს, არ შეიძლება, სძულდეთ ადამიანები, მით უმეტეს, გამოხატავდნენ ამ სიძულვილს იმის გამო, რომ ვიღაც მათ გემოვნებას არ შეესაბამება, იმის გამო, რომ ისინი განსხვავდებიან. მით უფრო მიუღებელია, გვიწევდეს ამ განსხვავებული ადამიანების უფლებების არსებობის მტკიცება და ვანდალიზმისგან მათი დაცვის საჭიროებაზე საუბარი.
ბოლო დღეებში ვიხილეთ ქალთა მიმართ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები. ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს, რისი გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით”.
კომენტარები