“ქართული ოცნება” Freedom House-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე:
“დაუზუსტებელია მეთოდოლოგია ან ინფორმაციის წყარო, რომელსაც ეყრდნობა ამ შემთხვევაში ასეთი გაკეთებული შეფასებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მიაქცევთ ყურადღებას ფაქტობრივ მონაცემებს, რომელზეც დაშენებულია შემდგომში დასკვნა, იქ აღმოაჩენთ არაერთ ფაქტობრივ შეუსაბამობას, მაგალითად არასრულად ინფორმაციის ასახვას, რომელიც უკავშირდება იგივე მიშელის დოკუმენტს, რომ თითქოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ყველასგან იყო მხარდაჭერილი შესრულების და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად მათი ჩართულობა და ასე შემდეგ”
დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში გაუარესებულია – დასკვნას Freedom House აქვეყნებს. საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18-დან 3.07-მდე დაეცა.
დაეცა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგიც, რისი მიზეზიც 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. ასევე შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რამაც გამოიწვია ივლისში, თბილისი პრაიდზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმამ.
Freedom House-ის შეფასებით, გაუარასებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგიც. კერძოდ, ეს გამოიხატა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების პოლიტიზებულ განხილვასა და მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელების ჩავარდნაში.
კომენტარები