ტვ პირველის ინფორმაციით, რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ მათ დაუდასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, შემდეგი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იქნება.
“არსებობს რესურსი, რისი განხილვაც შესაძლებელია, მაგალითად სარკინიგზო მიმოსვლა, სამრეწველო პროდუქცია, ინტელექტუალური პროდუქტის გაცვლა, კულტურული ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის. ჩვენი ინტერესია საქართველოს სამრეწველო წარმოება და ამ ნაწარმის რუსეთში შემოტანა. როგორც ვიზების გაუქმების არავის სჯეროდა და ეს მოხდა, ასევე იქნება, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაშიც. თუ საქართველოსთვის და რუსეთისთვის ეს მომგებიანია, ეს შეიძლება მოხდეს. ” – ამბობს მედიასთან კალაშნიკოვი.
კალაშნიკოვმა მედიასთან განაცხადა, რომ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, მოლაპარაკების რესურსი.
შეგახსენებთ, ოპოზიცია დიდი ხანია ამბობს, რომ იგეგმება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან.
კომენტარები