ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. საუბარია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უცა მამაცაშვილის, საჩივარზე, რომელიც “ანტიკორუფციულ მოძრაობას” მორალური ზიანისა და რეპუტაციის შელახვისთვის 150 ათასი ლარის გადახდას სთხოვს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთ შუამდგომლობაზე მოუწევს. ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და საქმეზე საკუთარ მოსაზრებას წარუდგენს.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას უქმნის.
პროცესზე უჩა მამაცაშვილის მხარემ, მოწმის სტატუსით საქართველოს ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი, დაიბარა. ანტიკორუფციული მოძრაობამ თავის მხრივ გამოკითხვაზე გამოიძახა სემეკის ხელმძღვანელი დავით ნარმანიაც. მასთან კითხვები რუსეთზე ენერგოდამიკიდებულების გაზრდასთან დაკავშირებით არსებობს.
“ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმე აბსურდულია და ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია.
უჩა მამაცაშვილმა სასმართლოში გამოიძახა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც სავარაუდოდ, ისაუბრებს უჩა მამაცაშვილის საქმიანობაზე და ის, რომ არ იცნობს უჩა მამაცაშვილს ზურაბ ნოღაიდელი და არ იცის, რატომ მიება საქართველო ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთს. რა თქმა უნდა, ის არ არის კეთილსინდისიერი მოწმე. ჩვენ, შესაბამისად, გამოვიძახეთ სასამართლოში სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, გამოვიძახეთ ესკო-ს ხელმძღვანელი, დავით თვალაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანენ რაღაც გაურკვეველ მიზეზებს და მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი არ გამოცხადდებიან, თუმცა ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, – ამბობს „ანტიოკორუფციული მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები