ბრალდების მხარის განცხადებით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძესა და მის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ ესროლა. პროკურორმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა – „უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა” – აღნიშნა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
მოსამართლემ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ირკვევა, რომ უძილაური წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს.
კომენტარები