უფლებადამცველი დავით ჯანდიერი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტზე წერს:
„ლაზარე გრიგორიადისისთვის იძულებით თმის შეჭრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტის მიხედვით შესაძლოა დამამცირებელ მოპყრობად იქნას მიჩნეული და არღვევდეს კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა). პირადად ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ 2003 წელს საქმეზე იანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ.
სასამართლომ აღნიშნა (გადმოცემით ვწერ მოკლე შინაარსს, არაციტირებით), რომ პატიმრის თმის იძულებით გაპარსვა, ე.ი. გარეგნობის იძულებით შეცვლისას ადამიანი განიცდის არასრულფასოვნების განცდას, რადგან მისი ფიზიკური გარეგნობა იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ამგვარ მოპყრობას დაქვემდებარებული ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატარებს მოყრობის ნიშანს, რაც დაუყოვნებლივ შესამჩნევია სხვებისთვის, მათ შორის ციხის თანამშრომლების და თანაპატიმრებითვის, მისი სტუმრების თუ საზოგადოებისთვის. ამგვარი პირი მაღალი ალბათობით განიცდის ღირსების ხელყოფას თვალსაჩინო ფიზიკურ ნიშანს. ამ საქმეში სასამართლომ როგორც დაუსაბუთებელი უარყო მთავრობის პოზიცია, რომ გაპარსვა ჰიგიენური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი, ვინაიდან იმ კონკრეტულ დაწესებულებაში ამგვარი პრობლემა არ არსებობდა, შესაბამისად, სასამართლომ თმის გადაპარსვა დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნია და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
პ.ს. მომჩივანი პატიმარი მიიჩნევდა, რომ მისთვის იძულებით თმის შეჭრა წარმოადგენდა ბარბაროსულ აქტს.“
კომენტარები