ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
“ნიკა გვარამიას ქეისზე
დემოკრატიულ ქვეყნების მთავარი მუღამი არის სასამართლო, ოღნოდ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო.
ჩემი აზრით სასამართლო არის მთავარი ინდიკატორი იმისა არის თუ არა ქვეყანა დემოკრატიული.
მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება – თუ ასეთ ქვეყანაში გიჭერენ იმის გამო რომ არ მოსწონთ შენი პოლიტიკური გამოსვლები ან კრიტიკა ე.ი პროცესი პოლიტიკური დევნით იმართება და სასამართლო ყოველ ასეთ საქმეზე ხელისუფლების საამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
2012 წელს მთავარი რაც მოხდა, იყო ის რომ ნაც. მოძრაობის რეჟიმი “დავანგრიეთ” – ოღონდ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა რეჟიმს ფეხებიც ვერ მოვჭამეთ, უბრალოდ სახელები შევცვალეთ სკამებზე.
სისტემა კი იგივე დარჩა.
ქოცები მოვიდნენ ხელისუფლებაში იმ მთავარი დაპირებებით რომ დაანგრევდნენ არსებულ სისტემას, შეცვლიდნენ საარჩევნო სისტემასაც, სასამართლოსაც და მოგვაშორებდნენ მიკერძოებულ პროუკრატურას – ჩემთვის მაშინაც და ახლაც მთავარი იყო სასამართლო.
თუ ქვეყანაში ყველა დონეზე არის კორუფცია, ყველა დონეზე არის პოლიტიკური კლანი და გჩაგრავენ, მაგრამ ამავდროულად დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, სამართალს მაინც იპოვი, ვერ დაგჩაგრავენ, ვერ ჩაგსვამენ, ვერ შეგაშინებენ.
რაც შეეხება უშუალოდ გვარამიას დაჭერას.
ადამიანი დაიჭირეს იმის გამო რომ თურმე მის საკუთრებაში მყოფ კომპანიას ვერ მართავდა კარგად.
არა, მართლა ამის გამოა დაჭერილი, არ ვხუმრობ.
მარტივად ტერმინების გარაშე ყველასთვის გასაგები იყოს რაზე დაიჭირეს
წარმოიდგინე რომ შენ კომპანიას აქვს ფართი რომელსაც არ ხმარობ და დაკეტილია.
სასმართლო გედავება რომ დაკეტილი ფართი უნდა გაგექირავებინა და ამ ფართიდან მოგება ენახა კომპანიას.
ხოდა რადგან არ გააქირავე დამნაშავე ხარ და დაგიჭირეს.
ახლა ეს ხომ იდიოტიზმია?
ასეთი სასამართლოს მიერ ჟურნალისტების და პოლიტიკოსების გასმართლებაზე კი არა, ნებისმიერი მოქალაქის გასმართლებაზე უამრავი კითხვა მიჩნდება ხოლმე.
არ ვენდობი, ვერ ვენდობი, რანიარად უნდა ენდო სასამართლოს რომელიც გასამართლებს, ყოველგვარი ნივთმკიცების გარაშე, ორი პოლიციელის ჩვენებაზეც კი.
ამ ქვეყანაში არავინ იმსახურებს იმ მოსამართლეებს რომლებიც გვყავს, იმ სასამართლო სისტემას რომელიც გვაქვს, იმ პროკურატურას, იმ პარლამენტს და ზოგადად იმ საგიჟეთს რაც ქვეყნაში გვაქვს მოწყობილი – არ ვიმსახურებთ.
გადადექი მე უნდა მოვიდე კი არა, სასამართლოსთან ყოველ დღე უნდა გვქონდეს მოწყობილი აქციები ერთადერთი მოთხოვნით შეიცვალოს სასმართლო სისტემა !
ამ მოსამართლეების სურათები გამოტანილი უნდა იყოს ყველას დასანახად, რომ აი ესენი არიან იმის მთავარი მიზეზი რა დღეშიც ახლა ჩვენ ვართ.
ისენი რომ თავის საქმეს აკეთებდნენ, ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა იმას რასაც აკეთებდნენ.
ყველა ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი სწორედ ასეთი მოსამართლები იყვნენ.
ყველაფერს ეშველება თუ სასამართლო იქნება დეპოლიტიზირებული !!!
ვეღარც პროკურატურა შეგითითხნის საქმეს, ვეღარც არჩვენებს გააყლაბებს ვინმე და რაც მთავარია კანონი ყველასთვის იქნება ერთი!
და მერე მნიშვნელობა არ ექნება ვინ ხარ, უბრალოდ მოქალაქე, პროკურორი, პარლამენტარი, პრეზიდენტი, მინისტრის საყვარელი თუ მეფე – დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ გაექცევი !”
კომენტარები