პარლამენტის პირველი სხდომიდან გამოსულ მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
კითხვას, თქვენ იყავით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ახლა ფრაქციის თვამჯდომარედ დაგაბრუნეს, ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ჩამოქვეითება?, ასე პასუხობს:
“საშინელი ჩამოქვეითებაა, ერთ გამარჯვებულ პარტიას, 90 კაციანი ფრაქცია რომ გყავს და იმის ხელმძღვანელად გთხოვენ, შეასრულო შენი უფლებამოსილება, ეს არის საშინელი ჩამოქვეითება. ვხუმრობ! არ არის ისეთი კითხვა, რომელსაც სერიოზულად უნდა უპასუხო. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ამხელა ფრაქციის მენეჯმენტი, რომ არანაირი შეცდომა არ გაიპაროს. ჩვენ ერთმანეთთან პრობლემა არ გვქნება, კარგად დავალაგებეთ ფუნქციებს, უფლებამოსილებებს.”
“ალია” შეგახსენებთ, მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარტლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძეა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მომენტისათვის, გაუგებარია, რას ნიშნავს უმრავლესობა, ან ფრაქცია, როცა “ოცნების” წევრების გარდა, პარლამენტში არც ერთი პარტია არ არის.
იერარქიულად ეს ასე გამოიყურება:
ქართული ოცნების ფრაქცია – 90 დეპუტატი – ხელმძღვანელი, მდინარაძე
ქართული ოცნების უმრავლესობა – იგივე 90 დეპუტატი და ხელმძღვანელი კობახიძე
და ქართული ოცნების პარლამენტი – იგივე 90 დეპუტატი და ხელმძღვანელი, აჩილ თალაკვაძე
ბატონებო, შეგიძლიათ 30-30-30 გაყოთ და ისე იბატონოთ, უფრო საინტერესო იქნება!
კომენტარები