თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:
,,მოლდოვას უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ФСБ-სა და СВР-თან თანამშრომლობის შეთანხმების დენონსაციას ახდენს. აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა უკვე შეწყვეტილია უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამასობაში, ჩვენი სუსი აღრმავებს მათთან თანამშრომლობას. ბელორუსთან ხელშეკრულებებს დებს, რუსულ სპეცსამსახურებთან ინფორმაციის აქტიურ აღებ-მიცემაშია.
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze რომ დადგები და უტიფრად პრუტუნებ – რა უნდა დასავლეთს – რას არ ვაკეთებთ? რითი გვჯობია მოლდოვა? პასუხი ცხადია – ღალატობთ საკუთარ ხალხს, ქვეყანას და პარტნიორებს.
ფაქტობრივი მდგომარეობით მოლდოვა ჩვენზე რთულ მდგომარეობაშია, თუმცა მისი სწორი და საიმედო პოზიციის გამო, მიუხედავად ფორმალურად ჩვენი მსგავსი ბევრი გადაწყვეტილებისა, მას მოღალატედ არავინ მიიჩნევს. მიზეზი ყველასთვის ცხადია. როცა საიმედო და უღალატო ხარ, ობიექტურ პრობლემებს ყველა გაგიგებს, პირიქით, ხელს შეგიწყობს რომ რთული სიტუაცია დაძლიო. საშინელი რამეა ღალატი. დიდი სასჯელი მოყვება ხოლმე მას. ამიტომ, ჩვენი ვალია, ქვეყანას რომ განსაცდელი ავარიდოთ, მოღალატეები ჩვენვე უნდა დავსაჯოთ!”
კომენტარები