“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“2015-ში ჩვენი ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები გამახსენდა…
ვეფხვებს და ავაზებს ხოცავენო, მაშინ ამბობდნენ…
მახსოვს, ძალიან ვიკამათეთ მე და ერთმა ჩემმა მოსწავლემ ამის გამო…
სიცივემ დამზაფრა, რომლითაც, როგორც მომეჩვენა, ამ საშინელ ჟლეტას ამართლებდა…
ერთ საღამოს დედა-შვილს მივყვებოდი უკან…
ბიჭი 4-5 წლის იქნებოდა…
ტიტინებდა…
დედას უყვებოდა რაღაც ამბავს და ვუსმენდი…
ასეთი რაღაც თქვა გაგოროზებული ხმით:
– მერე მოვიდა ბიძია და საწყალი ვეფხვი ცულით მოკლა…
შაკო გამახსენდა…
როგორ გლოვობდა ველ კილმერის გმირის მიერ მოკლულ ლომებს…
არ ვარ მე გულაჩუყებისკენ მარტივად მიდრეკილი ადამიანი…
პოზიორობა ხომ საერთოდ მძაგს…
მით უმეტეს, როცა ბავშვები იხოცებიან ჩვენ თვალწინ ათასგვარი უკურნებელი სენით, ვუყურებთ ამას და ვაგრძელებთ ცხოვრებას… პრიორიტეტები მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული, მაგრამ საწყალი ცხოველების გადარჩენის ამსახველ ფოტოებს სიამოვნებით ვათვალიერებ…
და, რაც მთავარია, საშინელი ვანდალიზმია ზოოპარკი!
ვის სჭირდება 21-ე საუკუნეში, არ მესმის!
და, რუსეთის იმპერია რომ ისე უნდა დაინგრეს, როგორც კართაგენი, ესეც უდავოა!”
კომენტარები