საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე:
„საშინლად აღშფოთებული ვარ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკით!
როგორ ვერ ვისწავლეთ, რომ მის განცხადებებში ყოველთვის ღრმა აზრი დევს, და ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ამბობს!
არადა, სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხაროს!
ჯერ, ერთი, ქალბატონი სალომეს ჩანაფიქრია, რომ ქართველმა რუსეთში წასასვლელად უნდა იწვალოს, მეტი ფული დახარჯოს, ვიზაზე ოთოსბირი დახარჯოს, რითაც სომხები, ბელორუსები და რუსები ჩვენგან მეტ ფულს იშოვიან და კიდევ უფრო შევუყვარდებით, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობას.
მეორე-რაც მეტს იწვალებს ქართველი და რაც მეტ ფულს დახარჯავს, მით უფრო შეუყვარდება ნატო და ევროკავშირი.
ორივე ჩანაფიქრში ძევს იდეა ტანჯვის გზით სიყვარულის მიღწევისა.
ბრძენია ჩვენი პრეზიდენტი, აბა ჩვენ სხვანაირ პრეზიდენტი გვეკადრება?
ამავე დროს ის თავის სიბრძნეს მეორე დიდ მოაზროვნესთან, ქალბატონ კელი დეგნანთან ცოცხებით ფრენისას იღებს, რასაც ხშირად უერთდებიან ჩვენი ნჯეოები და მედია ვარსკვლავები.
მთელი კუდიანების საჰაერო ფლოტილია გვყავს, საამაყო და სასიქადულო.
თანაც, როგორ ინარჩუნებს დონეს, მხოლოდ თავისი სიდიადის შესაფერის საკითხებს განიხილავს.
აბა, საქართველოს პრეზიდენტი დემოგრაფიულ,, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, და სხვა ქვედა დონის საკითხებამდე ხომ არ დაეშვება?
ასე რომ ქალბატონო სალომე არ შეგაშინოთ უგნური ამომრჩევლების კრიტიკამ! მათ არ იციან რა არის მათივე სიკეთე, ამიტომ -Vers l’avant! Attaque!“
კომენტარები