ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე ახალი ნარკოტიკული საშუალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ახალი ნივთიერება ძალიან საშიშია და ინტერნეტის შავ ბაზარზე ფართო გავრცელება პოვა.
ზურა სიხარულიძე:
„მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირობებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weight).
აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლიორგანული უკმარისობა.
WHO-სა და EMCDDA-ს ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.
გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითი დღე ჩნდება ბაზარზე და წინამორბედებთან შედარებით, ბევრად უფრო ტოქსიკურია“.
კომენტარები