ევროკომისიის განცხადებით, „აღარ არის მისაღები“ ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის გიგანტები ონლაინ კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.
აღნიშნულ განცხადებას წინ სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Twitter-ის მიერ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა უძღვოდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
„ჩვენი აზრით, არ არის მისაღები ის ფაქტი, რომ პლატფორმები ასეთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულების, დიალოგისა და გამჭვირვალობის გარეშე იღებენ. გამოხატვის თავისუფლებლება მთავარი ღირებულებაა“,- აღნიშნა 11 იანვარს პარლამენტარებთან საუბრისას ევროკომიის ელექტრონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ევროპარლამენტში კომენტარი გააკეთეს ასევე დონალდ ტრამპის სოციალური ქსელების დაბლოკვასთან დაკავშირებით.
„საშიშია ის ფაქტი, რომ ისეთი სოციალური პლატორმები, როგორებიც Twitter-ი და Facebook-ი არიან, წყვეტენ იმას, თუ ვის შეუძლია თავისუფლად ისუბროს. აუცილებელია ძალაუფლება გამოხატვის თავისუფლებაზე კერძო კომპანიებიდან დემოკრატიულ ინსიტიტუტების ხელში დავაბრუნოთ“,- განაცხადა დეპუტატმა, კიმ ვან სპარენტაკმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის გიგანტებმა დონალდ ტრამპის ანგარიში კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ დაბლოკეს.
“ალია” ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკომისიას, ქართველმა ადვოკატმა, გურამ კონტუაძემ დაასწრო განცხადების გაკეთება, რომლის წერილიც, “ალიას” მკითხველს 8 იანვარს შევთავაზეთ.
კომენტარები