გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
მან საჩივარს „სქრინიც“ დაურთო, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
„გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.
პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის „სქრინი“, სადაც ის მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“, – ამას წერს ის მეგობარს. კიდევ ბევრი „სქრინი“ არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს,“ – განაცხადა რამიშვილმა.
18 დეკემბერს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა.
კომენტარები