სოციალურ ქსელში ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სადაც, მოქალაქე ითხოვს საშვს აივანზე სიგარეტის მოსაწევად…
“ოპერატორი” ეკითხება – არის, თუ არა აივანი ბინის ტერიტორიაზე და მთლიანად გადის აივანზე, თუ მხოლოდ თავი უნდა გაყოს…
მთავრობის სტრატკომი აცხადებს, რომ საუბრის ჩანაწერი ყალბია – “სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს.”
გაკეთდა, თუ არა, საუბრის ჩანაწერის კვლევა, ავთენტურობის დასადგენად, რის მიხედვით ასკვნის მთავრობის სტრატკომი, რომ ჩანაწერი ყალბია – უცნობია! მართლაც არ არის აივანზე გასასვლელად საშვი საჭირო, მაგრამ დარწმუნებულნი ხართ, ბატონებო, რომ თქვენმა ყველა ოპერატორმა იცის ეს?
კომენტარები