ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება:
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი რექტორი იყო ბატონი როინ მეტრეველი. მისი შექმნილია ერთადერთი კომპლექსური ისტორიოგრაფიული წიგნი დავით მეოთხე აღმაშენებელზე,აღარაფერს ვამბობ უნიკალური პირველი ქართული ენციკლოპედიის შექმნაზე რასაც ის ფაქტიურად ხელმძღვანელობდა. პირდაპირ გეტყვით,არ მომეწონა დღევანდელი გადაცემა.სასიკვდილოდ გაწირეს კაცი,ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის. ღარიბაშვილის ნაძირლობაზე რაიმე ახალი დამამტკიცებელი ვერსიების შექმნა თან ამ ფორმით საჭირო არ იყო ამ პერსონაზე ლამის მთელი მსოფლიო ისედაც შეთანხმებულია.”
შეგახსენებთ, ბექა ყორშია როინ მეტრეველს პრემიერის თანაშემწის სტატუსით ურეკავს და ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსობის მინიჭებას სთხოვს.
კომენტარები