ირაკლი კობახიძის შეფასებით, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი” დიასახლისები.
„არსებობს „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი” დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენილი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს.
ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმევა წარუმატებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები