იტალიაში, ქუჩაში, რამდენიმე კილომეტრიან წითელ ხალიჩაზე სურსათ-სანოვაგეა დალაგებული. ადგილზე შეჭირვებული ადამიანები მიდიან და საჭირო პროდუქტები სახლში მიაქვთ, რათა მათაც შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა ისე, როგორც შეძლებული ადამიანები აღნიშნავენ.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“იტალია – სარდენია
„miracolo di natale“ – „ შობის სასწაული“ – ასე ჰქვია ტრადიციას… ეს არის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც ქუჩის ბოლომდე, სურსათით სავსე ცელოფნები დევს მათთვის, ვისაც უჭირს, საშობაო სანოვაგე არ აქვს, რომ შობის ღამე გაითენოს… ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მივიდეს, აიღოს და მცირე სუფრით შეეგებოს უფლის შობას!
დღეს, როცა საქართველოში სოციალურად დაუცველებისა და შეჭირვებულების მთელი არმია გვყავს, იქნებ ჩვენც დავფიქრებულიყავით ამგვარ აქციაზე!
სასწაულები ხდება – შობის ღამეს თქვენ შეგიძლიათ, დღე სასწაული აჩუქოთ სასოწარკვეთილ ადამიანებს!”
კომენტარები