„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში არსებულ უსაფრთხოების ზომების დარღევაზე საუბრობს, სადაც დისტანცია არ არის დაცული, დეზობარიერი და სადენზიფიკაციო ხსნარი არ არის, არც თერმოსკრინინგი ტარდება და მიაჩნია, რომ სწორედ აქ უხდება რის კჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს მისვლა. ჭალიძის თქმით უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძეს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამ სამსახურში გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო და ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომაა
„არც დისტანცია და არც არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. ესაა ადგილი სადაც რისკჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს უწევს მისვლა. არც დეზობარიერია, არც სადეზინფექციო ხსნარი და არც თერმოსკრინინგით იწუხებს ვინმე თავს. უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე იმასაც ვერ ხვდება, რომ ასევე უპასუხისმგებლოა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური და კარგა ხანია მას ეს პოსტი უნდა დაეტოვებინა. სხვა არაერთი პრობლემაა ამ სამსახურში, გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო, ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომა, ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე რომლის გამოსწორებაზე არავინ არ ფიქრობს. ორშაბათს კიდევ მივალ და პირადად ვნახავ რა ზომებს მიიღებენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
აქვე მივმართავ გახარიას სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ?“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ
კომენტარები