დღეს შსს-ს 10 თანამშრომელი გადაიყვანეს კორონავირუსზე ეჭვის გამო – ჯერ არ არის მათი ანალიზის პასუხები მოსული, მაგრამ, როგორც თქვეს, ათივე შეუძლოდ გრძნობდა თავს. გავრცელდა დღეს შსს-ში ინფორმაცია, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქალბატონი, ჩამობრძანდა მილანიდან და ჩამოვიდა თუ არა, ეგრევე გავიდა სამსახურში – პარასკევს და შაბათსაც სამსახურში იყო – გვიყვება სანდო წყარო.
ძალიან ვართ შეშინებულნი უკვე, მაღალჩინოსნებზე თუ არ ვრცელდება კარანტინი – ვინ ვართ დაუცველნი? ვირუსი მუტირებს, აგერ სამ დღეში გახდა ათი თანამშრომელი უკვე შეუძლოდ. ათივეს ქაღალდებთან აქვს ურთიერთობა და განყოფილებიდან განყოფილებაში გადადიან, მინიმუმ საკომუნიკაციოდ.
ამ ათს თავის მხრივ რამდენთან ექნებოდა კონტაქტი ამ სამ დღეში? და ამ ათი ადამიანის კონტაქტებს თავის მხრივ – რამდენ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი? – ჯაჭვური რეაქციაა, ასე უპასუხისმგებლოდ მუშაობა თუ გააგრძელეს ადამიანებმა – მოიმატეს და თან სწრაფად. იმის ნაცვლად, რომ სამსახურების მეტი წილი ელექტრონულად მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს – იტალიიდან ჩამოსული ადამიანები გადიან პირდაპირ სამუშაო ადგილებზე.
ხვალ იგეგმება საპატრულო პოლიციის დეპატამენტში დეზინფექცია, როგორც გვითხრეს.
მეგონა დღესვე გააკეთებდნენ განცხადებას და ადამიანებს გააფრთხილებდნენ, მხოლოდ ის თქვეს, დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ველოდებითო.
სავალდებულო კარანტინი ყველას, ვინც რიკს ჯგუფის ქვეყნიდან ჩამოვა, თუნდაც ტრანზიტით – ხომ ვხედავთ რომ არ არის სხვა გზა? მართალია, უკვე დაფიქსირდა შიდა გადადების შემთხვევებიც, მაგრამ არ ხმაურდება – მაგრამ – მეტი შესაძლებლობა გვექნება ვირუსის გვარცელების შეჩერების – თუ იძულებით კარანტინს დავაწესებთ!- გვიყვება წყარო.
“ალია” დაუკავშირდა შსს-ს, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შსს-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება და ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თუმცა, სხვა დამატებით დეტალებზე არ უსაბრიათ.
ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს შსს-ს თანმშრომლებზე, თუმცა, აქვე ისიც გვითხრეს, რომ არ აქვთ ამ შემთხვევაზე ინფორმაცია.
კომენტარები