თელავის მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი ბოტკოველი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს მთავრობა
სასწრაფოდ გახსენით ქარხნები და ეს დაზიანებული ყურძენი მაინც ჩააბარებინეთ ხალხს!
ეს არის სოფელი აკურა, ანალოგიურ მდგომარეობაშია თელავის სხვა სოფლებიც და ყვარლის სოფლები!
ჯერ არც ,,შეწუხებულა” ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი და არ მოსულა ამ გაუბედურებულ ხალხთან, რომ გამამხნევებელი სიტყვა მაინც ეთქვათ.ეს ყურძენი, ხვალ უკვე იქნება მთლიანად დამპალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ოჯახები მიიღებენ 100%-იან ზარალს.”
კომენტარებში ავრცელებენ ფოტოს და წერენ:
“ეს სოფელი წინანდალია სადაც განულებულია”
კომენტარები