გუშინ ისრაელში ორი მგზავრი სასწრაფოდ და სპეციალიზირებული მანქანებით გადაიყვანეს კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული, ეს კორონავირუსია, თუ არა, კვლევის პროცესშიც კი, გადაიყვანეს სპეციალიზირებულ კლინიკაში და მათთან სხვა პაციენტები შემხებლობაში არ არიან.
ჩინეთიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც სიცხე და ვირუსი აქვს – ოჯახის ექიმი მკურნალობდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აკეთებს განცხადებას, რომ ზუსტად იცის, ეს არ არის კორონავირუსი, რადგან იმ კონკრეტულ პროვინციაში არ იყო პაციენტი და გარდა ამისა ის ჩამოფრინდა 16 იანვარს.
პაატა იმნაძემ მოიშველია ადგილმდებარეობის აღსაწერად ფრაზა – იმ პროვინციიდან სადაც ვირუსია, ისე იყო დაშორებული ის ადგილი, სადაც პაციენტი იმყოფებოდა, როგორც თბილისიდან წაღვერიო.
16 იანვრიდან 28 იანვრამდე – 12 დღეა გასული, თუმცა, ქართველი პაციენტი მეორე დღეა ცუდად გრძნობს თავს, ხო? – 10 დღე გავიდა, ანუ, დაახლოებით.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იმასაც აცხადებს – ჩინეთში ვინც ხართ ნამყოფიო, პროვინციიდან იმ მანძილზე კი არა, როგორც თბილისი და წაღვერიო, მთელ ჩინეთშიო!
ხოდა, რომელი სამინისტრო ტყუის? რომელი მინისტრი ტყუის?
რა არის ეს? არ ცოდნა? გამიზნული ტყუილი?
რის დასამალად? მზად რომ არ ხართ?
ხოდა, თანამდებობის პირის მიერ გამიზნულ ტყუილს ჰქვია – დანაშაული!
ალია
კომენტარები