როგორც ვიცით, საქართველოში კორონავირუსით დავადებულთა რიცხვი ოფიციალური მონაცემით შეადგენს 13-ს.
აქედან – 12 წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მე-13-ე კი, წევს საჩხერის კლინიკაში და როგორც დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა – ჯერ კიდევ არ არის გადაყვანილი ინფექციური საავადმყოფოში.
“ალიას” ამ წუთებში, ექსკლუზიურად მოაწოდეს ინფორმაცია, კიდევ ერთ ინფიცირებულზე, რომელსაც კორონავირუსი გადაედო საჩხერის კლინიკაში მოთავსებული დაინფიცირებულიდან. შემთხვევა უკვე დადასტურებულია ანალიზით, როგორც წყარომ გვაცნობა და ამ წუთებში ხდება, მე-14 დაინფიცირებულის კონტაქტების დადგენა.
დღეს პაატა იმნაძემ ისიც განაცხადა, რომ თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება, ვირუსი სწრაფად დაიწყებს გავრცელებას – მე-14 დაინფიცირება – საქართველოში პირველი შიდა გავრცელების შემთხვევა იქნება!
“ალია” კიდევ ერთხელ სთხოვს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, საკარანტინე სივრცეების მოწყობა დავაგვიანეთ, დავაგვიანეთ სასწრაფოს პერსონალის გადამზადება, მესაზღვრეთა გადამზადება, დავაგვიანეთ თვითიზოლაციაზე საუბარიც კი!
არ დავაგვიანოთ და დავიწყოთ მოხალისეების გადამზადება, რომლებიც უკვე თავადაც ხვდებით, რომ აუცილებლად დაგვჭირდება.
“ალია” დაუკავშირდა კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად ინფორმაციას არ ფლობენ და როგორც კი ექნებათ ინფორმაცია, საჯაროდ მოგვაწვდიან.
ალია
კომენტარები