„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმმა-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, სოციალურ ქსელში, წერს:
“158 შემთხვევა გუშინ. შევდივართ ექსპონენციალური გავრცელების ფაზაში. ხდება ის რაც გარდაუვალი იყო თავიდანვე, და სრულიად მოსალოდნელი – რესპირატორული ვირუსის ტალღის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია!
საზოგადოების ერთ ნაწილში გაკვირვებაა, მეორე ნაწილში პანიკა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები – თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია.
არის მცდელობები, რომ ყველაფერი გადაბრალდეს თავად მოსახლეობას, თითქოს შეზღუდვების მიმართ, მოსახლეობის ნაკლები დამყოლიანობა არის სწორედ მიზეზი ეპიდემიის გააქტიურებისა. ჩვენ ამ ილუზორული ტრანსიდან უნდა გამოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ მარტივ, ბანალურ ჭეშმარიტებს, რომ მაღალი კონტაგიოზურობის მქონე, ახალი, პანდემიური პოტენციალის ვირუსული რესპირატორული ინფექციის შეჩერება არარეალისტურია.
სინამდვილეში იმ ტოტალური ქვეყნის პარალიზების პოლიტიკამ, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო შედეგებისა, მოიტანა ის, რომ ეხლა კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ პირდაპირ თანმხვედრი იქნება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული რესპირატორული ინფექციების გავრცელების პიკისა, რაც ერთიორად გააძნელებს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და შესაძლოა რეალურად პარალიზების რისკიც დაგეს.
ნაცვლად იმისა, რომ კონტროლირებული გავრცელების გზით, მინიმალური შეზღუდვებით ძირითადი დარტყმა მიგვეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში – აპრილი, მაისი, ივნისი (ისე როგორც მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში), ჩვენი პოლიტიკით პირდაპირ დავუმიზნეთ კორონავირუსის ეპიდემიის ტალღა გრიპის პიკს.
ამ საკითხზე ჩვენ ვწერდით გაზაფხულზე და გამოვთქვამდით შეშფოთებას, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მივიღეთ პასუხად. ცხადია, რომ ქვეყანა მუდმივ „ლოქდაუნში“ ვერ იქნება და არც უნდა იყოს. თუ ეხლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება, ჯერ კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ შემოდგომაზე მოვიდეს მთავარი დარტყმა და არა შუა ზამთარში. თუმცა ამჯერადაც სკოლების დახურვით დავიწყეთ და დიდი ეჭვი მაქვს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაზე კვლავ გაგვექცევა ხელი.
გაუთავებელი შეზღუდვები სიზიფეს შრომაა, ზიანის მომატნია თავად ეპიდემიის მართვის კუთხით, ვერ იქნება ხანგრძლივად მდგრადი და შენარჩუნებადი, მუდმივად დაგვაყენებს ახალ-ახალი ტალღების რისკების ქვეშ. ნაცვლად ამისა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ შემდეგ პრობლემებზე:
– დღემდე არ არის საკმარისი და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი საავადმყოფოებისათვის – უმეტეს საავადმყოფოებში ინფექციური კონტროლის სისტემა ფუნქციონირებადი ფორმით ან საერთოდ არ არსებობს ან ძალზე სუსტია
– სასწრაფოდ უნდა შეწყდეს უსიმპტომო პაციენტების ე.წ. „მკურნალობა“ როგორც სასტუმროებში (ეს საერთოდ ნონსენსია და არ დავიჯერე სანამ ოფიციალურ განცხადებებში თავად არ წავიკითხე) ისევე სავადმყოფოებში – ეს არის ბიუჯეტის უმიზნოდ ფლანგვა საუკეთესო შემთხვევაში და ღია კორუფცია უარეს ვარიანტში.
ასევე არ უნდა ხდებოდეს მსუბუქად სიმპტომური პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც. გამოთავისუფლებული რესურსები უნდა წარიმართოს ისევ საავადმყოფოებში (როგორც კოვიდ ასევე არა-კოვიდ საავადმყოფოებში) ელემენტარული ინფექციური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებების შეძენაზე- უნდა დაზუსტდეს/შეფასდეს საწოლების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა/ფუნქციონირება- გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდით ინფიცირებული მძიმე პაციენტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, იღუპება არა თავად ვირუსისგან, არამედ ნოზოკომიური, მულტირეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიებით და სხვა ინფექციებით, აუცილებელია რომ ის უდიდესი დეფიციტი, რაც ბოლო წლებში გვაქვს ასეთ ინფექციებთან საბრძოლველი ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატების კუთხით გამოსწორდეს და სახელმწიფომ შემოიტანოს თანამედროვე, ეფექტური ანტიბიოტიკები, რაც სამწუხაროდ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არ მოიპოვებაპრობლემების მიუხედავად, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს ბევრი მიზეზის გამო:
– ეს ვირუსი მართალია სეზონურ გრიპზე უარესია, მაგრამ არა დრამატულად უარესი- იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში, არც იქ სადაც დრაკონული შეზღუდვები განხორციელდა და არც იქ სადაც საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ იყო, არც ჩვენზე გაცილებით განვითარებულ და არც ჩვენნაირი ეკონომიკური და სამედიცინო პოტენციალის ქვეყნებში, კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვევია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი.
აქ ერთადერთ რისკს გრიპის და კოვიდის სინქრონულ პიკებში ვხედავ მხოლოდ.- დაავადების მართვაში მეტი ცოდნაა დაგროვებული, ვიცით რომ სტეროიდები მძიმე პაციენტებში ამცირებენ 1/3-ით სიკვდილიანობას; ვიცით ანტიკოაგულაციის დადებითი ეფექტების შესახებაც და დაიხვეწა კოვიდით გამოწვეული დისტრესების მართვაც.”
კომენტარები