აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე:
“კლინიკებში ნამდვილად ადგილი აღარ არის, მე შემიძლია ჩემი კლინიკის მაგალითზე ვთქვა, რომ უამრავ ზარზე სასწრაფოდან გვიწევს უარის თქმა იმიტომ, რომ შემოსული პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს უდასტურდება კოვიდ ინფექცია. ძალიან გვიჭირს მძიმე პაციენტების გადაყვანა რეანიმაციებში, იმიტომ, რომ პრაქტიკულად რეანიმაციაში ადგილი აღარ არის. ჩვენი რეანიმაცია, რომელიც 20 კაცზეა გათვლილი, 22 პაციენტი წევს დღევანდელ დღეს.
ამიტომ ყველა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ნუ ვიქნებით გამავრცელებელი ამ საშინელი ვირუსის და ავიცრათ, ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და მეტი”
წყარო – რუსთავი2
კომენტარები