სასტუმრო „ამირანის პარკი“ ბაკურიანში ყველასთვის ცნობილი პარკის ისტორიის გაგრძელებაა. დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, თქვენს კომფორტზე მორგებულ სასტუმროში ყველა პირობაა იმისთვის, რომ შეიყვაროთ ეს ადგილი და როგორც კი შანსი მოგეცემათ, აუცილებლად დაბრუნდეთ. პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სასტუმრო „ამირანის პარკი“ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი შემართებით და სიყვარულით ელის საკუთარ სტუმრებს.
დიმიტრი გოგოლაძე: ბაკურიანი დამსვენებლებთან ასოცირდება და ჩვენი ოჯახიც მუდმივად მასპინძლობდა ახლობლებსა და ნათესავებს. დროთა განმავლობაში ტურიზმის ბიზნესი განვითარდა და ჩვენც დავიწყეთ ოჯახური ბიზნესი. თავიდან ათნომრიანი სასტუმრო გავხსენით, მერე მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდით. ამჟამად 37 კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომერი გვაქვს.
ჩვენი სასტუმრო პარკის ტერიტორიაზეა, რაც დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სიამოვნებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკით გაღვიძება. აქვე დავამატებ, რომ „ამირანის პარკში“ შემოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ამიტომ ჩვენი პარკი უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. დილით საკვებითა და პლედებით მოდიან და მთელ დღეს „ამირანის პარკში“ ატარებენ.
პარკი იწამლება პერიოდულად, რათა დაცული იყოს ქვეწარმავლებისგან, უსაფრთხოებისთვის მუდმივად მოწმდება ატრაქციონების გამართულობა, პარკში მოწყობილია შიდა სასეირნო ბილიკები.
– როგორც ვიცი, სასტუმრო „ამირანის პარკში“ ყველანაირი კომფორტია დამსვენებლებისთვის, მოგვიყევით, რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
– ჩვენთან მართლაც ყველანაირი პირობაა ბავშვებისა და უფროსების კომფორტისთვის. გვაქვს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული – ორ და სამოთახიანი ნომრები მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის. ორი ნომერი კი შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეა გათვლილი. ჩვენი ოთახები გამოირჩევა დიდი სივრცით, ყველა ნომერს თავისი აივანი აქვს. სტუმრებს ნომერში დახვდებათ ყველა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთი. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით და ტელევიზიით. ყველა ოთახში გვაქვს მინიბარი და ჩაიდანი, თითოეულ ოთახში დამონტაჟებულია სეიფი.
– რამდენადაა დაცული უსაფრთხოება თქვენს სასტუმროში?
– უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებული სიმკაცრითაა დაცული. გვაქვს უსაფრთხო ელექტროსისტემა და ნებისმიერი შემთხევევის დროს ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, ესეც უმაღლეს დონეზეა გათვლილი, გვაქვს შესაბამისი სიგნალიზაციები, აღჭურვილი ვართ კამერებით. მუდმივად არის ადამიანი, ვინც ამას აკონტროლებს.
– როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სასტუმრო „ამირანის პარკის“ სამზარეულო განსაკუთრებულად გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.
– ყველაზე დიდი ყურადღება კვებაზე გვაქვს გამახვილებული. ძირითადად პატარების მასპინძლები ვართ, ამიტომ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე ვაკეთებთ. ვიცით ყველა იმ პროდუქტის წარმომავლობა, რითიც ვამზადებთ კერძებს ჩვენი სტუმრებისთვის. სამჯერადი კვება გათვლილია როგორც პატარებზე, ისე დიდებზე. რაც შეეხევა კერძებს, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც არ მეორდება. მენიუს ვათანხმებთ დამსვენებელთან და ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას. ჩვენი დამსვენებლებისთვის გვაქვს სპეციალურად მოწყობილი პატარა სამზარეულო, სადაც სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვთ, თავად მოამზადონ ნებისმიერი კერძი, თუნდაც, თავიანთი პატარებისთვის. ასევე, შეუძლიათ, ჩვენს შეფ-მზარეულებს შეუკვეთონ განსხვავებული კერძი, რაც მენიუში არ გვაქვს.
– რა გასართობი საშუალებები გაქვთ ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე დამსვენებლებისთვის?
_ზაფხულში გვაქვს ველოტურები, ლაშქრობები როგორც დღისით, ისე ღამით – კარვებით. მათ კი, ვისაც ვარძიის, ბორჯომის, ტიმოთეს უბნის, ახალციხის ან ტაბაწყურის დათვალიერება მოუნდება, მიკროავტობუსი მოემსახურებათ. ჩვენს დამსვენებლებს შეეძლებათ თევზაობა, კვადროციკლებითა და ცხენებით სეირნობა, გასვლითი ტურის დროს აუცილებლად გავატანთ ლანჩს. ბორჯომსა და ტაბაწყურში შესაძლებელია ნავებით სეირნობა, ჯომარდობა, პარაშუტით გადმოხტომა და ასე შემდეგ. ზამთარში შეეძლებათ თხილამურებითა და ციგურებით სრიალი, „ბურანებით“ გასეირნება და მიტარბისა და ტაბაწყურის დათვალიერება. დიდველზე გვაქვს ველოსიპედების ექსტრემალური ტრასა. იმუნიტეტის ასამაღლებლად და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად განსაკუთრებით სასარგებლოა ნაძვის დამტვერვის სეზონი, რომელიც ბაკურიანში მაისისა და ივნისის თვეში მიმდინარეობს.
_ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სასტუმრო „ამირანის პარკი“ დაუბრუნდა სტუმრებს, რა შემოწმება გაიარეთ მუშაობის უფლების მოსაპოვებლად და როგორ მუშაობთ რეგულაციების გთვალისწინებით?
_ სასტუმრო “ამირანის პარკმა“ და გაიარა ყველა საჭირო შემოწმება, იმისათვის რომ კვლავ მოგვცემოდა ჩვენი სტუმრების მიღების საშუალება, ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას და იძულებითი პაუზის შემდეგ კიდევ ველოდებით მონატრებულ სტუმრებს. დამსვენებლებს ვემსახურებით არსებული რეგულაციებით გათვალიწინებული ყველა წესის დაცვით, ჩვენი მომსახურე პერსონალი აღჭურვილია შესაბამისად და სტუმრები მაქსიმალურად დისტანცირებულები არიან.
რეგულაციების გათვალისწინება ხდება ასევე, ტყე-პაკშიც. დეზინფექცია უკეთდება ატრაქცონებს, ბავშვები დისნსტაცირებულები არიან მასზე განთავსებისას, სტუმრებს შეეძლებათ ხელის დეზინფექციის ჩატარება შესაბამისი ხსნარით და ა.შ.
– ზოგიერთ ბიზნესში, რამდენიმეთვიანმა ჩავარდნამ, ფასების მომატება გამოიწვია, თქვენ შემთხვევაში როგორაა?
– ამ პერიოდში მხოლოდ ბიზნესმა არ იზარალა, ფინანსური ზიანი მიადგათ ჩვენს მოქალაქეებსაც, შესაბამისად ვითვალიწინებთ მათ მდგომარეობას და კი არ გაიზარდა ჩვენთან ფასები, არამედ შევეცადეთ, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო სასტუმრო “ამირანის პარკში” სტუმრობა.
ჩვენი მხრივ ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ “ამირანის პარკი” ჩვენი დამსვენებლებისთვის, დავამატეთ ატრაქციონები და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ.
სასტუმრო „ამირანის პარკი“ ოთხივე სეზონზე მზადაა გიმასპინძლოთ და იზრუნოს თქვენს კომფორტულ დასვენებასა და განწყობის ამაღლებაზე.
კომენტარები