ბაკურნიანში მდებარე სასტუმრო „ამირანის პარკი“ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „ამირანის პარკის“ ტერიტორიაზე დგას და სასტუმროს სტუმრებს პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი ატრაქციიონების და ბავშვებისთვის მოწყობილი საციგაო ტრასის გამოყენებაც შეუძლიათ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომრები, თბილი გარემო და მზრუნველი მასპინძლები აუცილებლად შეგაყვარებთ აქაურობას. პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სასტუმრო „ამირანის პარკი“ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი შემართებით და სიყვარულით ელის საკუთარ სტუმრებს.
დიმიტრი გოგოლაძე: ჩვენი სასტუმრო თავდაპირველად 10 ნომრისგან შედგებოდა დროთა განმავლობაში დამსვენებელთა მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდით. ამჟამად 37 კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომერი გვაქვს.
ჩვენი სასტუმრო ამირანის პარკის ტერიტორიაზეა, რაც დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ამირანის პარკში“ შემოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ამიტომ ჩვენი პარკი უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს.
– სასტუმრო ,,ამირანის პარკი“ ერთ-ერთი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ბაკურიანში დამსვენებლებისთვის, მოგვიყევით, რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
– გვაქვს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული– ორ და სამოთახიანი ნომრები მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის. მათ შორის გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტზე გათვლილი ნომრები. ჩვენი ოთახები გამოირჩევადიდი სივრცით, ყველა ნომერს თავისი აივანი აქვს. სტუმრებს ნომერში დახვდებათ ყველა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთი. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით და ტელევიზიით. ყველა ოთახში გვაქვს მინიბარი და ჩაიდანი, თითოეულ ოთახში დამონტაჟებულია სეიფი.
– როგორც ვიცი, უსაფრთოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თქვენთან
– დიახ, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებული სიმკაცრითაა დაცული. გვაქვს უსაფრთხო ელექტროსისტემა და ნებისმიერი შემთხევევის დროს ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, ესეც უმაღლეს დონეზეა გათვლილი, გვაქვს შესაბამისი სიგნალიზაციები, აღჭურვილი ვართ კამერებით. მუდმივად არის ადამიანი, ვინც ამას აკონტროლებს.
– როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სასტუმრო„ამირანის პარკის“ სამზარეულო განსაკუთრებულად გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.
– ყველაზე დიდი ყურადღება კვებაზე გვაქვს გამახვილებული. ძირითადად პატარების მასპინძლები ვართ, ამიტომ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე ვაკეთებთ. ვიცით ყველა იმ პროდუქტის წარმომავლობა, რითიც ვამზადებთ კერძებს ჩვენი სტუმრებისთვის. სამჯერადი კვება გათვლილია როგორც პატარებზე, ისე დიდებზე. რაც შეეხება კერძებს, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც არ მეორდება.
_ ზამთრის სეზონის დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ჩავარდა, ახლა როცა გაიხსენით, როგორ აგრძელებთ მუშაობას?
_ მთელი ეს პერიოდი სულმოუთქმელად ველოდებოდით ჩვენს დამსვენებლებთან შეხვედრას, გავიხსენით და სტუმრებს ვემსახურებით არსებული რეგულაციებით გათვალიწინებული ყველა წესის დაცვით, ჩვენი მომსახურე პერსონალი აღჭურვილია შესაბამისად და სტუმრები მაქსიმალურად დისტანცირებულები არიან. სეზონი გეგრძელდება და მარტის კარგი მზიანი დღეებიც ძალიან სასიამოვნოა ბაკურიანში.
_ პანდემიის გამო გარკვეული ზარალი განიცადეთ, ეს ფასებზე ხომ არ აისახა?
_ მაქსიმალრად ვითვალისწინებთ ზოგადად არსებულ ეკონომიკურ ფონს და ძველი ფასით ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს დასვენებას. ასევე hotsale.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ფასდაკლების ვაუჩერი და კიდევ უფრო შეღავათიან ფასში შეძლებთ ,,ამირანის პარკში“ სტუმრობას. როგორც იცით მაისში დამტვერვის სეზონია და ამ დროს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი გვყავს. ბაკურიანში ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და ,,ამირანის პარკი“ წელიწადის ნებისმიერ დროს დატვირთულია.
კომენტარები